სიახლეები

უფასო იურიდიულ ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას  31 მაისსა და 1 ივნისს გაიაროთ უფასო ტრენინგები შემდეგ თემებზე:

  • ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები - შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება
  • მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში
  • ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სტატუსის მოპოვებისთვის განსაზღვრული პროცედურები და საქართველოს ადგილი
  • დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები


ტრენინგები ჩატარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრში, თბილისში.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 23 მაისი 18:00 სთ !!

ტრენინგზე რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 15 რეგისტრირებულ პირს შორის.

ტრენინგებს უძღვებიან “საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის“ ტრენერები.

ტრენინგები ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 3.5 სთ.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

პასუხები ტრენინგებზე მოხვედრის თაობაზე დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ მეილზე 26 მაისამდე.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:

31 მაისი

11:30-15:00 ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები - შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება - https://forms.gle/wFkWhqvh5Pc4FhyX6

11:30-15:00 მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები ადგილობრივი თვითმართველობის განხორციელებაში - https://forms.gle/hk65M1ohP8wbw9A96

1 ივნისი

11:30-15:00 ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სტატუსის მოპოვებისთვის განსაზღვრული პროცედურები და საქართველოს ადგილი - https://forms.gle/8d5UaYb4KbB3v2Lt7

11:30-15:00 დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები - https://forms.gle/8DWjkNbANDxZ9N928