სიახლეები

2022 წლის გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს  პროექტს "გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“.

პროექტი ხორციელდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს, თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე, ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას/დახვეწას, სტუდენტთა დაახლოებასა და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

პროექტის პრეზენტაცია განხორციელდება 2022 წლის 24 მაისს, 19:00 საათზე, დისტანციური ფორმატით.

შეჯიბრისვადები:

2022 წლის 19 მაისი - 5 ივნისი - პროექტში მონაწილეობის მსურველ გუნდთა რეგისტრაცია;

2022 წლის 6 ივნისი -  მოსამზადებელი მასალისა და საქმის გაგზავნა დარეგისტრირებული გუნდებისათვის;

2022 წლის 6 ივნისი - 6 ივლისი - დრო დაცვისა და ბრალდების წერილობითი პოზიციების მომზადებისთვის;

2022 წლის 8 ივნისი 11 ივნისი - ტრენინგები დარეგისტრირებული გუნდებისთვის;

2022 წლის 6 ივლისი -  23:59 სთ - გუნდების მიერ დაცვისა და ბრალდების წერილობითი პოზიციების წარმოდგენა;

2022 წლის 11 ივლისი -  ზეპირ რაუნდში მონაწილე გუნდების გამოცხადება;

2022 წლის 11-29 ივლისი - დრო ზეპირ რაუნდში მონაწილე გუნდების მომზადებისთვის;

2022 წლის 30 ივლისი - 1 აგვისტო -  იმიტირებული პროცესის ზეპირი რაუნდები (თბილისი).

შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარ გუნდს. შესაძლებელია, ერთი უნივერსიტეტიდან რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა.

გუნდის წევრი მხოლოდ ის პირი შეიძლება იყოს, რომელსაც შეჯიბრის მომენტისათვის აქვს სტუდენტის სტატუსი და იმყოფება ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურზე. ასევე, გუნდის წევრს პროექტის ზეპირ რაუნდში არ უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული.

თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ და არაუმეტეს 4 სტუდენტისაგან.

რეგიონიდან წარმოდგენილი სტუდენტების ტრანსპორტირებისა და თბილისში განთავსების ხარჯები სრულად ფინანსდება ორგანიზატორების მიერ.

იმიტირებული სასამართლო პროცესის ეტაპები:

იმიტირებული სასამართლო პროცესი  შედგება ორი ეტაპისაგან − წერილობითი და ზეპირი რაუნდები.

თითოეული რეგისტრირებული გუნდი წარმოადგენს როგორც დაცვის, ისე ბრალდების პოზიციებს წერილობით და ზეპირ რაუნდებში.

წერილობით რაუნდში გამოვლენილი საუკეთესო 8 გუნდი მონაწილეობას ზეპირ რაუნდში მიიღებს.

შეჯიბრის ენა:

იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდება ქართულ ენაზე. ყველა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის ნებისმიერი კორესპონდენცია და ზეპირი გამოსვლები ჩატარდება ქართულ ენაზე. აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

შედეგებირომელსაც მიიღებენ პროექტის მონაწილეები:

ფინალში გადასულ გუნდის წევრებს გადაეცემათ პრიზები

ზეპირი რაუნდის ყველა მონაწილეს გადაეცემა პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

პროექტის პრეზენტაციაზე რეგისტრაცია

მონაწილე გუნდების რეგისტრაცია 

შეჯიბრის წესები

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

შოთა ჭითანავა (+995) 577 41 93 99; shchitanava@justice.gov.ge