სიახლეები

ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი

თბილისში ქართულ-სომხურ სამართლებრივი ფორუმი ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა კარენ ანდრესიანმა გახსნეს. მინისტრებმა სამართლებრივ სფეროში საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
 
სამართლებრივი ფორუმი საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობის წარმატებული პლატფორმაა. ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები თემატურ სესიებზე განიხილეს ისეთ აქტუალური საკითხები, როგორიცაა: სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობა; ელექტრონული სახელმწიფო სერვისები; იძულებითი აღსრულების საკითხები, პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმა, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები, ფორმალური და არაფორმალური იურიდიული განათლება და სხვა.
 
სამართლებრივ ფორუმზე პრეზენტაცია თემაზე " ფორმალური და არაფორმალური სამართლებრივი განათლება" წარადგინა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა კასრაძემ.