სიახლეები

ტრენერთა ტრენინგი

სწავლების განსხვავებული და მრავალფეროვანი მეთოდების, ასევე ტრენინგის ჩატარების თანამედროვე მიდგომებისა და სტანდარტების გაზიარების მიზნით იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა.

კურსის მიზანს წარმოადგენდა სპეციალიზებული პროფესიონალების მომზადება ტრენერებად, რათა შემდგომში მათ შეძლონ ორგანიზაციის სხვა თანამშრომელთა გადამზადების დროს სწავლების პროცესის თანამედროვე სტანდარტით დაგეგმვა და განხორციელება.

ორ დღიანი ტრენინგი რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ოთხ მოდულს აერთიანებდა: ტრენინგის სტანდარტები; სწავლების ინდივიდუალური სტილი; ზრდასრულთა სწავლების მიდგომები; სწავლების მეთოდები.