სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ვორქშოფში მიიღო მონაწილეობა

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მონაწილეობა მიიღო საჯარო სამსახურის და კერძო სექტორის ტრენინგ და სასწავლო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის გაღრმავების მიზნით გამართულ ვორქშოპში.
ორ დღიანი ვორქშოფი „სწავლა და განვითარება: გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო მაგალითები“ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიების განმავლობაში საჯარო სამსახურის და კერძო სექტორის ტრენინგ და სასწავლო ინსტიტუტებს საუკეთესო გამოცდილებებისა და მაგალითების გაზიარების, წარმატებული პროექტების გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ. ასევე მოხდა დისტანციური სწავლებისა და სხვა კრეატიული, ციფრული და ინოვაციური საშუალებების, სწავლისა და ორგანიზაციის მართვის პროცესებში გამოყენების წახალისება.
ვორქშოპზე პრეზენტაცია თემაზე „ ხარისხის უზრუნველყოფა პროფესიული სწავლების და შეფასების მიმართულებით“ წარადგინა იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ხათუნა კასრაძემ.