სიახლეები

სომხეთის პენიტენციური და პრობაციის სისტემის დელეგაციის ვიზიტი

იუსტიციის სასწავლო ცენტრს, ევროსაბჭოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით სომხეთის პენიტენციური და პრობაციის სისტემის დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და გადამზადების შესახებ გამოცდილების გაზიარებას.

სამუშაო შეხვედრის ფორმატში, დელეგაციის წევრები გაეცნენ პენიტენციური და პრობაციის სისტემის თანამშრომლების მომზადება/გადამზადების პროგრამებს. შეხვედრა წარიმართა აქტიური დისკუსიის ფორმატში, გაზიარდა ცოდნა ტრენინგების მართვის სრული ციკლის (საჭიროებების მოკვლევა, პროგრამების შექმნა და განხორციელება, სასწავლო პროცესის ეფექტურობის შეფასება) შესახებ.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის დელეგაცია გაეცნო პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემის განვითარებისა და უწყებების საქმიანობის სპეციფიკას.