სიახლეები

ზოგადი მენეჯმენტის ტრენინგი

ზოგადი მენეჯმენტის პრინციპები, მენეჯმენტის ფუნქციები, დაგეგმვის მნიშვნელობა და მასშტაბები, გუნდის მართვა და განვითარება, ლიდერობის სტილი და დელეგირების მნიშვნელობა, თანამშრომელთა მოტივირება და მოტივატორები- ამ საკითხებს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გამართული ტრენინგი აერთიანებდა.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ზოგადი მენეჯმენტის საკითხებზე მონაწილეების ცოდნის დონის გაღრმავება და შესაბამისი უნარების განვითარება, რაც ხელს შუწყობს ორგანიზაციული მართვის პროცესების გაუმჯობესებას.
2 დღიანი ტრენინგი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ჩატარდა.