სიახლეები

ტრენინგი "საქმიანი წერითი კომუნიკაცია"

ცხოვრების სწრაფი ტემპისა და დროის მუდმივი დეფიციტის გამო, სულ უფრო იმატებს დისტანციური კომუნიკაციის როლი და მნიშვნელობა. საქმიანი მიმოწერის პროცესს კი საგრძნობლად ამარტივებს იმ პრინციპების ცოდნა და გამოყენება, რაც უახლეს სამეცნიერო კვლევებს, თეორიებსა და პრაქტიკას ეფუძნება. საქმიანი წერითი კომუნიკაციის სხვადასხვა ასპექტები იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარებულ ტრენინგზე განიხილეს.

ტრენინგი დაეხმარება „ენერგო- პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებს განსაზღვრონ საქმიანი მიმოწერისა და საქმიანი კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები და მახასიათებლები და გამოიყენონ ამ მიმართულებით შედეგზე ორიენტირებული მიდგომები ყოველდღიურ საქმიანობაში.

პროგრამა მოიცავდა ისეთ ძირითად თემებს როგორიცაა: საქმიანი კომუნიკაციის არსი, პროცესი, სახეები; დისტანციური წერილობითი კომუნიკაციის ეტიკეტი და ძირითადი პრინციპები; სუბიექტური რეალობა და მისი გავლენა კომუნიკაციის პროცესზე; პროფესიული მიმოწერა - შესაძლებლობები და შეზღუდვები; წერილობითი კომუნიკაციის ფსიქოლოგიური მხარე; მომხმარებლების ტიპები და მათთან ურთიერთობის სტრატეგიები; პოზიტიური ფორმულირება.