სიახლეები

საერთაშორისო ჰუმანუტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრი 2021_ის ფინალი

საერთაშორის ჰუმანიტრული სამართლის ეროვნული შეჯიბრის გამარჯვებული გამოვლინდა. 2021 წლის შეჯიბრის გამარჯვებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი შემდეგი შემადგენლობით გახდა - ლუკა ავაზაშვილი, ნიკოლოზ მოსიძე, ბექა ჭყონია. საუკეთესო მომხსენებლის ნომინაციაში გამარჯვებული ლუკა ავაზაშვილი გახდა.

პროექტის ზეპირ ეტაპზე საქართველოში ავტორიზებული ორი უნივერსიტეტის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის 4 გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრის ფინალური ეტაპი ონლაინ ფორმატში გაიმართა.  საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის 2021 წლის შეჯიბრში მონაწილეობისთვის საქართველოში ავტორიზებული 5 უნივერსიტეტის 14 გუნდი (42 სტუდენტი) დარეგისტრირდა. წერილობითი ნაშრომების წარმოდგენის შემდეგ, პროექტის ლექციების ეტაპზე 6 გუნდი შეირჩა.

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებას და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

პროექტს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით.