სიახლეები

ტრენინგი „ქართული ენის მართლწერისა და სტილის საკითხები“

მართლწერის ძირითადი საკითხები, სტილისტური შეცდომები და ტექსტის აგებისა და საქმიანი მიმოწერის პრინციპები -ეს საკითხები იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე განიხილეს.

ხუთ დღიან ტრენინგზე „ქართული ენის მართლწერისა და სტილის საკითხები“ მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ განეხილათ, საქმიანობის პროცესში წამოჭრილი, მართლწერასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები და ტრენერისგან შესაბამისი რეკომენდაციები მიეღოთ.

ტრენინგი „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომლებისთვის ჩატარდა და მას ენათმეცნიერი ნინო შარაშენიძე უძღვებოდა.