სიახლეები

იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალი

გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე” დასრულდა. პროექტის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტები: გიორგი ჩაჩხიანი, სოფიო ლეჟავა, ირაკლი შავიშვილი და გვანცა დოლბაია გახდნენ. ნომინაციაში „საუკეთესო მომხსენებელი“ ფინალისტი გუნდის წევრმა მზექალა რომანაძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ანა მუხაშვილმა გაიმარჯვეს.

2021 წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი 6 სხვადასხვა უნივერსიტეტის 12-მა გუნდმა (35 სტუდენტი) გამოთქვა. წერილობითი ნაშრომების შეფასების საფუძველზე ზეპირი, ფინალური, ეტაპისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის 5 გუნდი (16 სტუდენტი) შეირჩა

პროექტი მიზნად ისახავს, თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე, ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, სტუდენტთა დაახლოებასა და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

ზეპირი რაუნდები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორის დღეს ეძღვნებოდა, რომელიც ყოველი წლის 30 ივლისს აღინიშნება.