სიახლეები

ტრენინგი "ეფექტიანი კომუნიკაცია და მომსახურება"

იუსტიციის სასწავლო ცენტრში სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებრივი მისაღებების თანამშრომლებისთვის ტრენინგი „ეფექტიანი კომუნიკაცია და მომსახურება“ ჩატარდა. ტრენინგის ფარგლებში, ცენტრის მიერ, სპეციალურად სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღებების თანამშრომლებისთვის იქმნება მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტი.

აღნიშნული ტრენინგი კიდევ ორი ჯგუფისთვის ჩატარდება. ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ განსაზღვრონ ეფექტიანი მომსახურების ძირითადი პრინციპები და სტანდარტები, გამოიყენონ მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაზე ორიენტირებული მიდგომები და მართონ მომსახურების პროცესში შექმნილი პრობლემური სიტუაციები.

ტრენინგის განმავლობაში განიხილეს ისეთ საკითხები როგორიცაა: ეფექტიანი კომუნიკაციისა და მომსახურების საჭიროება და მნიშვნელობა პროფესიულ საქმიანობაში; მომსახურების სფეროს სპეციფიკა სახელმწიფო სტრუქტურაში, ემოციის თვისებები და რთულ მოქალაქეებთან კომუნიკაციის სპეციფიკა; საუბრის მართვის ტექნიკა; აქტიური მოსმენის ტექნიკა; ნეგატიური ინფორმაციის გადაცემის ტექნიკები; არავერბალური კომუნიკაცია და მისი როლი მომსახურების პროცესში.