სიახლეები

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო პროგრამის პირველი ნაკადი

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო პროგრამის პირველი ნაკადის სერტიფიცირება დასრულდა. წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ხათუნა კასრაძემ გადასცა.

კურსი 29 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ორი ჯგუფისთვის დისტანციურ ფორმატში ჩატარდა და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: გადახდისუუნარობის კანონმდებლობისა და პრაქტიკის, სამეწარმეო, საგადასახადო, სახელშეკრულებო და შრომითი სამართლის, საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის საფუძვლები, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ზოგადი უნარ-ჩვევები, პრობლემის გადაჭრის საკანონმდებლო მექანიზმები და პროფესიულ ეთიკა.

სასწავლო კურსი წარმოადგენს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და შემდგომ, ავტორიზაციის წარმატებით გავლის წინაპირობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რეესტრის დაკომპლექტებას წარმატებული კანდიდატებით.
კანონი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“
2021 წლის აპრილში ამოქმედდა. ახალი კანონით სფეროში ახალი პროფესია, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი შემოვიდა, რომელიც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში რეაბილიტაციის/გაკოტრების მმართველის, რეაბილიტაციის ზედამხედველისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ფუნქციებს შეასრულებს.

პროექტი „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის“ პარტნიორობითა და ფინანსური მხარდამჭერით განხორციელდა.