სიახლეები

ტრენინგი „ეფექტიანი სატელეფონო კომუნიკაცია და მომსახურება“

იუსტიციის სასწავლო ცენტრში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშომლებისთვის ტრენინგი „ეფექტიანი სატელეფონო კომუნიკაცია და მომსახურება“ ჩატარდა. სამ დღიანი ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მომხმარებელთა ეფექტიანი სატელეფონო მომსახურების სტანდარტებისა და ძირითადი პრინციპების ანალიზი და ეფექტიანი მომსახურებისათვის საჭირო უნარების გაუმჯობესება.

ტრენინგზე მიღებული ცოდნა მონაწილეებს დაეხმარება განსაზღვრონ ეფექტიანი სატელეფონო მომსახურების ძირითადი პრინციპები, გამოიყენონ მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაზე ორიენტირებული მიდგომები, მართონ მომსახურების დროს შექმნილი რთული სიტუაციები, განსაზღვრონ სატელეფონო მომსახურების ხარვეზები და მათი გამოსწორების გზები. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან კომუნიკაციის ფსიქოლოგიას - კომუნიკაციის მოდელს; კომუნიკაციის პროცესში არავერბალური სიგნალების მნიშვნელოვნებას და ნეგატიური ინფორმაციის გადაცემის ტექნიკას.