სიახლეები

ტრენინგი პრობაციის სისტემის ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისთვის

იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ევროკავშირი საქართველოსთვის ორგანიზებით პენიტენციური და პრობაციის სისტემის ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისთვის ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით „სრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ მეუღლის/პარტნიორის მიმართ მოსალოდნელი ძალადობის რისკის შეფასება - SPAPRA“.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილეთა კომპეტენციების განვითარებას ოჯახური დანაშაულის ჩამდენი სრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ მეუღლის/პარტნიორის ან/და სხვა პირის მიმართ მოსალოდნელი ძალადობის რისკის შეფასებასთან დაკავშირებით.

ტრენინგზე მიღებული ცოდნა მონაწილეებს დაეხმარება რისკის ქვეშ მყოფი პირის იდენტიფიცირებაში, მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონის დადგენაში, გადაუდებელი ღონისძიებების განსაზღვრსა და მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებაში.