სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ონალინ ტრენინგზე „ეფექტიანი კომუნიკაცია და მომსახურება“

 ტრენინგის მიზანია ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოქალაქეთა ეფექტიანი მომსახურების შესახებ აუცილებელი ცოდნის მიღება და ამ მიმართულეებით შესაბამისი, საჭირო უნარების განვითარება, კომუნიკაციის ძირითადი პრინციპებისა და მომსახურების სტანდარტის გაცნობა.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან კომუნიკაციის ფსიქოლოგიის ძირითად საკითხებს, კომუნიკაციის მოდელს, კომუნიკაციის ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორებს, საუბრის მართვის ტექნიკებს - აქტიურ მოსმენას.

გაიაზრებენ კომუნიკაციის პროცესში არავერბალური სიგნალების მნიშვნელოვნებას, შეისწავლიან ნეგატიური ინფორმაციის პოზირტიურად გადაცემის ტექნიკებს, დისტანციური ფორმატის მომსახურებისას მოქალაქის ნდობის მოპოვებისთვის მნიშვნელოვან ასპექტებს.

ტრენინგი ჩატარდება დისტანციურ ფორმატში, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.

ტრენინგის დრო: 28 თებერვალი-3 მარტი 10:00-15:00;

ტრენინგის ხანგრძლივობა: 20 საათი; 4 დღე (28 თებერვალი -3 მარტი)

ტრენინგის ღირებულება: 289 ლარი

იუსტიციის სასწავლო ცენტრი ასევე გაძლევთ შესაძლებლობას გაიაროთ მხოლოდ „ეფექტიანი კომუნიკაციიის“ კურსი.

ამ შემთხვევაში ტრენინგის ხანგრძლივობა იქნება 15 საათი; 3 დღე (28 თებერვალი - 2 მარტი) ხოლო, ტრენინგის ღირებულება 221 ლარი.

კურსის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. ტრენინგს გაუძღვება იუსტიციის სასწავლო ცენტრის სერტიფიცირებული ტრენერი, ფსიქოლოგი ნინო ჩალაძე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 თებერვალი!

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს