სიახლეები

ესეების კონკურსი თემაზე “ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში“

 

ესეების კონკურსი თემაზე “ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში“

 #იმოქმედეძალადობისწინააღმდეგ

#ერთადძალადობისწინააღმდეგ

ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერებისა ამაღლებისა და მგრძნობელობის გაზრდის მიზნით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი მსოფლიო მასშტაბის კამპანია 1991 წლიდან ყოველწლიურად იმართება 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას, მათ შორის არსებული გამოწვევების აქტუალიზაციის საშუალებით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, UN Women-ის მხარდაჭერით, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ესეების კონკურსს განახორციელებს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით.

პროექტი შედგება 5 ეტაპისგან:

   I. სარეგისტრაციო ფორმის შევსება

   II. ტრენინგი “ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა”

   III. ესეების წარმოდგენა

   IV. კონფერენციის მონაწილე  5 საუკეთესო სტუდენტის შერჩევა

   V. ონლაინ კონფერენცია - გამარჯვებულის გამოვლენა

პროექტში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:

ესეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის, ასევე, მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე  სტუდენტებს.

 

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ სტუდენტების ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება.

 

პროექტის ვადები:

 

N

აქტივობა

თარიღი

1

მონაწილეთა რეგისტრაცია

7 დეკემბერი, 2020 – 11 დეკემბერი, 2020

2

ტრენინგი თემაზე “ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა”

12  დეკემბერი, 2020 -  13:00 სთ.

3

დრო, ესეს მოსამზადებლად

12 დეკემბერი, 2020 - 14 იანვარი, 2020

4

შერჩეული ხუთეულის გამოვლენა

21 იანვარი, 2021

5

ონლაინ კონფერენცია/ესეების წარდგენა

26 იანვარი, 2021

 

შედეგები, რომელსაც მიიღებენ შეჯიბრის მონაწილეები:

- კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები

- კონკურსის გამარჯვებულს გადაეცემა სიმბოლური საჩუქრები

- კონკურსის მონაწილეებს ცნობიერება აუმაღლდებათ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე

 

ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა, რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2020 წლის 11 დეკემბრისა (23:59 სთ) შემდეგ ბმულზე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მარიამ გელეტაშვილი: 

(+995 558) 99 58 39

mgeletashvili@tcj.gov.ge