სიახლეები

პროექტ „თანასწორობის კვირეული მოსწავლეებისთვის“ ფარგლებში ონლაინ ლექციები ჩატარდა.

იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ევროპის საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ლექციებზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც რეგისტრაცია 9 ნოემბრამდე გაიარეს.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად IX-XI კლასის 58 მოსწავლე დარეგისტრირდა თბილისიდან და საქართველოს 5 რეგიონიდან.
დარეგისტრირებული მოსწავლეებისთვის, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შესახებ ჩაატარეს ტრენინგები. ასევე, მოსწავლეებმა მოისმინეს მოწვეული ექსპერტის, მაია ცირამუას ლექცია დისკრიმინაციის ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება თანასწორობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე.
პროექტის შემდეგ ეტაპზე, დარეგისტრირებული მოსწავლეებიდან, ესესა და სამოტივაციო ვიდეოს საფუძველზე შეირჩევა 30 მონაწილე, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცემათ.
ღონისძიება ჩატარდა კამპანიიის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი განხორციელდა თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის 9-16 ნოემბერს გაიმართა.