სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერებმა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებისთვის შეფასების ერთიანი სისტემის (CAF) შესახებ ონლაინ ტრენინგი ჩაატარეს.



შეფასების ერთიანი სისტემა, საჯარო ორგანიზაციების გაუმჯობესება თვითშეფასების გზით - აღნიშნულ ტრენინგს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები ნინო ჩალაძე და თამარ ჯანანაშვილი უძღვებოდნენ.

შეფასების ერთიანი სისტემა არის ინსტრუმენტი, რომელიც საჯარო სექტორს ეხმარება ხარისხის მართვის სისტემის სრულყოფაში, საქმიანობის ეფექტურობის გაზრდაში, პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებაში.

ტრენინგი სახელმწიფო სერვისების განვითარებიბს სააგენტოს ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა.

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა შეფასების ერთიანი სისტემის (Common Assessment Framework – СAF) სასწავლო მოდული მიმდინარე წლის მაისში გადმოიბარა. მოდული პროექტ “საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით მომზადდა. ამჟამად იუსტიციის სასწავლო ცენტრი თავად უზრუნველყოფს სხვადასხვა ორგანიზაციისთვის ტრენინგების ჩატარებას CAF-ის მეთოდოლოგიაში.

შეფასების ერთიანი სისტემა (СAF) სპეციალურად საჯარო სექტორისათვის ევროპაში შემუშავდა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების 4 500-მდე საჯარო დაწესებულებაში წარმატებით გამოიყენება. სისტემა საჯარო უწყებებში ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების მიზანს ემსახურება