სიახლეები

თანასწორობის კვირეული მოსწავლეებისთვის

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო
ცენტრი და ევროპის საბჭო ახორციელებს პროექტს ”თანასწორობის კვირეული
მოსწავლეებისთვის”. ღონისძიება ტარდება კამპანიიის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ -
ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის,
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინდააღმდეგ
ბრძოლა საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება საქართველოში
2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის
სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება თანასწორობისა და
დისკრიმინაციის საკითხებზე, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
და მათი საზოგადოებრივი ჩართულობის წახალისება. პროექტი ტარდება
თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის 9-16 ნოემბერს
იმართება.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავტორიზებული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების IX-XII კლასის მოსწავლეებს,
საქართველოს ყველა რეგიონიდან.

თანასწორობის კვირეულის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე შერჩეულ 30
საუკეთესო მონაწილეს შესაძლებლობა ექნება დაესწროს დისტანციურ სასწავლო
კურსს.

სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
➢ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა
➢ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები
➢ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმები

წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის
დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მონაწილეთა შერჩევა

მონაწილეთა შერჩევა განხორციელდება ესესა და სამოტივაციო ვიდეოს საფუძველზე, რომელიც მონაწილეობის მსურველმა თავად  უნდა ჩაწეროს.
- სამოტივაციო ვიდეოს გარეშე მიღებული განაცხადი, რეგისტრაციის ეტაპზე
ექვემდებარება ავტომატურ დისკვალიფიკაციას

რეგისტრაციის მსურველებმა უნდა ჩამოტვირთოთ სარეგისტრაციო ფორმა და
გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: mgeletashvili@tcj.gov.ge


რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 9 ნოემბერი, 18:00 სთ.


2020 წლის 9 ნოემბრამდე დარეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს, შესაძლებლობა
ექნება დაესწროს მოწვეული ექსპერტის - მაია ცირამუას ონლაინ საჯარო ლექციას
თემაზე დისკრიმინაციის ფსიქოლოგიური ასპექტები.

საჯარო ლექცია დისტანციურ რეჟიმში 2020 წლის 10 ნოემბერს განხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


მარიამ გელეტაშვილი


(+995) 558 99 58 39, mgeletashvili@tcj.gov.ge