სიახლეები

სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებას

განაცხადების მიღება წარმოებს 2020 წლის 23 სექტემბრიდან 2020 წლის 02 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge

გამოცდის ჩაბარების მსურველებმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  •  უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი;

შენიშვნა: აპლიკანტს, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს უცხოეთში, საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოს განათლების აღიარების შესახებ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;

  •  ავტობიოგრაფია / CV;
  •  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  •  გამოცდაზე რეგისტრაციის საფასურის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის ქვითარი (იხ. საბანკო რეკვიზიტები).

 

რეგისტრაციის დასრულებამდე, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამოწმებს აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. თუ აპლიკანტის მიერ საბუთები წარმოდგენილია არასრული სახით, მას უფლება ეძლევა გამოასწოროს ხარვეზი რეგისტაციის დასრულებამდე.

 „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოცდის ჩაბარების მსურველ კანდიდატს მოეთხოვება უმაღლესი იურიდიული განათლება.

 

გამოცდის ფორმატი

საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება, 2020 წლის 7 და 8 ოქტომბერს. დამატებით ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციისას წარმოდგენილ ელექტრონულ მისამართზე.

საგამოცდო ტესტი შედგება 100 ტესტური დავალებისგან 4 სავარაუდო პასუხით, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. ტესტი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • საკონსტიტუციო სამართალი;
  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი;
  • სისხლის სამართალი;
  • სისხლის სამართლის პროცესი;
  • სასჯელაღსრულებითი სამართალი;
  • ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.

გამოცდის ხანგრძლივობაა - 3 (სამი) საათი.

კანდიდატს, რომელიც მიიღებს 75 ან მეტ ქულას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაეთვლება ჩაბარებულად.

სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელთა ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამა იხილეთ ბმულზე.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტის მოთხოვნა გამოცდაში მონაწილეობისთვის გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდება.

საკონტაქტო პირები:

ტესტირების კოორდინაციის სამსახურის უფროსი, ქეთევან ზვიადაძე;

kzviadadze@tcj.gov.ge, ტელ: (+995 32) 294 22 65

მთავარი იურისტი - თინათინ ცინარიძე;

ttsinaridze@tcj.gov.ge  ტელ: (+995 32) 238 22 59