სიახლეები

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ფუნქციონირება განაახლა

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ფუნქციონირება განახლებული ინფრასტრუქტურითა და რეკომენდაციების დაცვით განაახლა.
ცენტრმა გაიარა შემოწმება და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციისგან დადებითი დასკვნა 18 სექტემბერს მიიღო. დასკვნის საფუძველზე იუსტიციის სასწავლო ცენტრი უფლებამოსილია რეკომენდაციების დაცვით შეუფერხებლად განახორციელოს საქმიანობა, მათ შორის, ტესტირების ორგანიზება და ტრენინგების ჩატარება.
იუსტიციის სასწავლო ცენტრის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად არის აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და სადეზინფექციო ხსნარით. ასევე, მუდმივად მიმდინარეობს შენობაში შესული თანამშრომლების და ვიზიტორების თერმოსკრინინგი, აუდიტორიებში დაცულია უსაფრთხო დისტანცია.
ცენტრში ასევე განთავსებულია კორონავირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი ვიზიტორისთვის.
ინფორმაციისთვის, თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ტესტირება და ტრენინგები მიმდინარე წლის 10 ივლისიდან განაახლა.