სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერთა ტრენინგი გაიმართა

 
იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერებმა ნინო ელბაქიძემ და ნინო ჩალაძემ და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტრენერთა ტრენინგი გაიარეს პროფესიული განვითარების პროცესში ემოციური მდგრადობის შენარჩუნების თემაზე.
ტრენინგი წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამდიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) ორგანიზებით, ბორჯომში გაიმართა.
აღნიშნულ ტრენინგს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები GCRT-თან თანამშრომლობით, სექტემბრის თვიდან უკვე სასჯელაღსრულების სისტემის
თანამშრომლებისთვის ჩაატარებენ.
ტრენინგების სერია ჩატარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბრძოლა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ საქართველო, სომხეთსა და უკრაინაში“ ფარგლებში.