სიახლეები

ტრეფიკინგის თემაზე იმიტირებულ სასამართლო პროცესში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა

„გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის თემაზე)“ დასრულდა. პროექტის ნახევარფინალი და ფინალი 29-31 ივლისს გაიმართა. ფინალში ორი გუნდი-თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი -“Prima Facie” და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -“Bona Fide” გადავიდა.

გამარჯვება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წევრებმა თამრიკო ნაჭყებიამ, მარიამ კახიძემ, მარიამ ნუცუბიძემ და ნინო დანელიშვილმა მოიპოვეს. საუკეთესო მომხსენებლები კი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი გვანცა მაზიაშვილი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თინათინ ბაჯელიძე გახდნენ. ფინალისტებს საჩუქრად იურიდიული ლიტერატურა გადაეცათ. ზეპირი რაუნდის ყველა მონაწილემ სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქარი მიიღო.

წელს ზეპირ რაუნდში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის 6 გუნდი მონაწილეობდა. იმიტირებული სასამართლო პროცესი ორი ეტაპისგან - წერითი და ზეპირი რაუნდებისგან შედგებოდა. დარეგისტრირებული სტუდენტებისთვის დარგის მოწვეულმა ექსპერტებმა ადამიანით ვაჭრობისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ონლაინ ლექციები ჩაატარეს.

პროექტის ზეპირი რაუნდები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორის დღეს ეძვნებოდა, რომელიც ყოველი წლის 30 ივლისს აღინიშნება.

„გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“ არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე, ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, დახვეწას, სტუდენტთა დაახლოებასა და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

პროექტი "გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა (ICMPD) განახორციელა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ENIGMMA 2“ პროექტის ფარგლებში. პროექტის პარტნიორები ასევე არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს გენერალური პროკურატურა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.

პროექტი განხორციელდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

+15
7729
ადამიანი მოიცვა
544
Engagements
პოსტის რეკლამირება
3939
4 გაზიარება
მომწონს
კომენტარი
გაზიარება