სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილი პირის სერტიფიკაციის უფლება კიდევ ერთხელ მოიპოვა

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილი პირის სერტიფიკაციის უფლება კიდევ ერთხელ მოიპოვა.
სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრმა“ სსიპ “საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს სერტიფიკაციის სამსახურს მიანიჭა განმეორებითი აკრედიტაცია 4 წლის ვადით.
სასწავლო ცენტრი არის პირველი საჯარო დაწესებულება, რომელიც ფლობს აკრედიტაციას პერსონალის სერტიფიკაციის სფეროში და 2016 წლიდან ახორციელებს უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილი პირის სასერტიფიკატო გამოცდებს.