სიახლეები

გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს  პროექტს "გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“.

პროექტი ხორციელდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს, თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე, ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას/დახვეწას, სტუდენტთა დაახლოებასა და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

პრეზენტაციის თარიღები: 

2020 წლის 25 თებერვალი, 17:00 - პროექტის პრეზენტაცია, თბილისი (საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი);

2020 წლის 27 თებერვალი, 15:00 - პროექტის პრეზენტაცია, ქუთაისი (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

2020 წლის 28 თებერვალი - 12:00 – პროექტის პრეზენტაცია, ბათუმი (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

შეჯიბრის ვადები:

2020 წლის 20 თებერვალი  – 5 მარტი - პროექტში მონაწილეობის მსურველ გუნდთა რეგისტრაცია;

2020 წლის 6 მარტი -  მოსამზადებელი მასალისა და საქმის გაგზავნა დარეგისტრირებული გუნდებისათვის;

2020 წლის 6 მარტი - 3 აპრილი - დრო დაცვისა და ბრალდების წერილობითი პოზიციების მომზადებისთვის;

2020 წლის 16 მარტი- 20 მარტი - ტრენინგები დარეგისტრირებული გუნდებისთვის;

2020 წლის 3 აპრილი -  23:59 სთ - გუნდების მიერ დაცვისა და ბრალდების წერილობითი პოზიციების წარმოდგენა;

2020 წლის 10 აპრილი -  ზეპირ რაუნდში მონაწილე გუნდების გამოცხადება;

2020 წლის 10 აპრილი – 24 აპრილი - დრო ზეპირ რაუნდში მონაწილე გუნდების მომზადებისთვის;

2020 წლის 25-27 აპრილი -  იმიტირებული პროცესის ზეპირი რაუნდები

შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარ გუნდს. შესაძლებელია, ერთი უნივერსიტეტიდან რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა.

გუნდის წევრი მხოლოდ ის პირი შეიძლება იყოს, რომელსაც შეჯიბრის მომენტისათვის აქვს სტუდენტის სტატუსი და იმყოფება ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურზე. ასევე, გუნდის წევრს პროექტის ზეპირ რაუნდში არ უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული.

თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 სტუდენტისაგან.

რეგიონიდან წარმოდგენილი სტუდენტების ტრანსპორტირებისა და თბილისში განთავსების ხარჯები სრულად ფინანსდება ორგანიზატორების მიერ.

იმიტირებული სასამართლო პროცესის ეტაპები:

იმიტირებული სასამართლო პროცესი  შედგება ორი ეტაპისაგან − წერილობითი და ზეპირი რაუნდები.

თითოეული რეგისტრირებული გუნდი წარმოადგენს როგორც დაცვის, ისე ბრალდების პოზიციებს წერილობით და ზეპირ რაუნდებში.

წერილობით რაუნდში გამოვლენილი საუკეთესო 8 გუნდი მონაწილეობას ზეპირ რაუნდში მიიღებს.

შეჯიბრის ენა:

იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდება ქართულ ენაზე. ყველა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის ნებისმიერი კორესპონდენცია და ზეპირი გამოსვლები ჩატარდება ქართულ ენაზე. აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

შედეგები, რომელსაც მიიღებენ პროექტის მონაწილეები:

ფინალში გადასულ გუნდის წევრებს გადაეცემათ პრიზები

ზეპირი რაუნდის ყველა მონაწილეს გადაეცემა პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

 

თბილისში დაგეგმილ პროექტის პრეზენტაციაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია.

მონაწილე გუნდების რეგისტრაცია 

შეჯიბრის წესები

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მარიამ გელეტაშვილი - (+995 558) 99 58 39; mgeletashvili@tcj.gov.ge

ანა ივანიშვილი (+995 555) 90 98 11; aivanishvili@justice.gov.ge