სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო 6 თვიანი კურსი დაასრულა.

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო 6 თვიანი კურსი დაასრულა. წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები იუსტიციის სასწვლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ გადასცა.

კურსი მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო და სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და პანკისის ხეობის განვითარების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა. სწავლება ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში მიმდინარეობდა.

პროექტი მაქსიმალურად მორგებული იყო ადგილობრივების საჭიროებებზე და მიზნად ისახავდა პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის ინგლისური ენის გაუმჯობესების ხელშეწყობას. სწავლების პროცესში თავიდან 36 პირი ჩაერთო, თუმცა, კურსი წარმატებით 12-მა მონაწილემ დაასრულა.

კურსის ბოლოს ფინალური ტესტირებაც ჩატარდა და წარმატებულ მონაწილეებს ინგლისური ენის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება დაემთხვა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ამიტომ სპეციალურად მათთვის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერმა, ანა ვაშალომიძემ ჩაატარა ტრენინგი „სამართალი და ადამიანის უფლებები“. ტრენინგის შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა მოინახულეს ეროვნული მუზეუმი