სიახლეები

ტრენინგი-ტექსტის ტიპები, მართლწერისა და სტილის საკითხები

ტექსტის ტიპები, მართლწერისა და სტილის საკითხები - აღნიშნულ თემაზე იუსტიციის სასწავლო ცენტრმა საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო მართლწერის ძირითადი საკითხები, სტილისტური შეცდომები და ტექსტის აგებისა და საქმიანი მიმოწერის პრინციპები.

ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ განეხილათ თავიანთი საქმიანობის პროცესში მართლწერასთან დაკავშირებით წამოჭრილი სპეციფიური და პრობლემური საკითხები და მიეღოთ ტრენერისგან შესაბამისი რეკომენდაციები.

ტრენინგს უძღვებოდა ენათმეცნიერი - ნინო შარაშენიძე, რომელიც ქართულ ენაში რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორია.