სიახლეები

ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი 2019 - ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორმა სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა

 
ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორმა, საერთაშორისო ექსპერტმა ადამ ლაზოვსკიმ ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილე სტუდენტებისთვის ლექცია ჩატარა.
 
ლექციის თემა იყო ევროკავშირის სამართლის ზოგადი საფუძვლები და ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებითა და
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.
 
ლექციაზე დასწრების შესაძლებლობა ევროკავშირის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესზე დარეგისტრირებულ 150-მდე სტუდენტს მიეცა.
 
როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი და იუსტიციის სასწავლო ცენტრი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამასთან ერთად ახორციელებენ ევროკავშირის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესს.
 
ამჟამად პროექტის მონაწილეები ზეპირი რაუნდისთვის დავალებებს ამზადებენ, პროექტის ფინალური ეტაპი კი ნოემბრის ბოლოს გაიმართება.
 
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა შეჯიბრში მონაწილეობაზე კონკურსი მიმდინარე წლის ოქტომბრიდან გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს.
 
პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საქმიანობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.