სიახლეები

USAID ზრდა - პროექტის ფარგლებში ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის მონაწილეების შეხვედრა გაიმართა.

პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ტრენერების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს, ასევე, შეხვედროდნენ სამეწარმეო სფეროში მოღვაწე ადამიანებს კერძო ორგანიზაციებიდან და სახელმწიფო სტრუქტურებიდან. ტრენინგის მონაწილეებს გაეწიათ კონსულტაცია პროექტისთვის საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის მომზდების კუთხით; ციფრულ სამყაროში პროდუქტის რეალიზებაზე - ციფრულ მარკეტინგსა და გაყიდვებზე; ასევე, სოფლის მეურნეობასა და სამხარეო განვითარებაზე ფოკუსირებული პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებზე.

ჯამში ტრენინგში ჩართული იყო 15 საპროექტო წინადადების ავტორი, რომელთაც თავიანთ პროექტებზე მუშაობის დასასრულებლად 2 კვირა ექნებათ. პროექტების შეფასების ეტაპზე, შეფასების კომისია გამოავლენს გამარჯვებულ პროექტებს, რომლებიც დაფინანსდებიან საგრანტო თანხებით თითოეული არაუმეტეს 10 000 ლარისა.