სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრი თანასწორობის კვირეულში ჩაერთო

ევროპის საბჭოს, პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ 15-22 ნოემბერს კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ მიმდინარეობს.

თანასწორობის კვირეულის მიზანია ტოლერანტობის განმტკიცება თანასწორობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით და სხვადასხვა ჯგუფის ინფორმირება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმების თაობაზე.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიება საქართველოს მასშტაბით, სადაც ახალგაზრდებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებსა და ჯგუფის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაცია მიიღონ თანასწორობის მნიშვნელობაზე, არსებულ სამართლებრივ და დაცვის მექანიზმებზე.

კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ მიზნად ისახავს დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიერ გამოწვეული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ინფორმაციის გავრცელებას მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მნიშვნელობის შესახებ და უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირებას სამართლებრივი მექანიზმების თაობაზე.