სიახლეები

ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი 2019 მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი და სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამასთან ერთად ახორციელებენ ევროკავშირის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესს.

შეჯიბრში მონაწილეობს საქართველოში ავტორიზებული 15 უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და  მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისგან შემდგარი 44 გუნდის 139 მონაწილე.

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საქმიანობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი და სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამასთან ერთად აცხადებენ მოსამართლეების შესარჩევ კონკურსს.

ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის მოსამართლეობის მსურველმა კანდიდატმა, მიმდინარე წლის 14 ნოემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინოს სრულყოფილად შევსებული განაცხადის ფორმა და რეზუმე შემდეგ მისამართზე - trainingcenter@tcj.gov.ge კონკურსის შედეგად შეირჩევა 9 მოსამართლე.

კონკურსის მონაწილე კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით
  • იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის გამოცდილება
  • ევროკავშირის სამართლის სფეროში მოღვაწეობის სამეცნიერო/პრაქტიკული გამოცდილება

კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას, შეჯიბრის შინაარსობრივ ნაწილთან ერთად, შერჩეული მოსამართლეები მიმდინარე წლის 20 ნოემბერს მიიღებენ.

ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ზეპირი რაუნდები -  შესარჩევი, ნახევარფინალური და ფინალური ეტაპები გაიმართება მიმდინარე წელის 28-30 ნოემბერს სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი

trainingcenter@tcj.gov.ge