სიახლეები

პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება - იუსტიციის სისტემის ახალი თანამშრომლები სავალდებულო კურსს გადიან



პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება - იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს სავალდებულო პროგრამის კურსს საჯარო მოხელეებისთვის.

პირველ ეტაპზე პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის III და IV რანგის 18 საჯარო მოხელე გაივლის. კურსის ბოლოს მონაწილეები ჩააბარებენ გამოცდას, რის საფუძველზეც მათ გადაეცემათ სერტიფიკატი.

პროგრამის გავლა სავალდებულოა მათთვის, ვინც საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობაზე პირველად ინიშნება.

როგორც ცნობილია საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამებს, რომლებიც იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მოამზადა, აკრედიტაცია სექტემბერში მიენიჭა. “მოხელის მენეჯერული უნარები” და “პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება” - ეს ის პროგრამებია, რომლებზეც აკრედიტაცია 5 წლის ვადით გაიცა. საჯარო სამსახურს მსგავსი პროგრამები აქამდე არ ჰქონია. მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ იუსტიციის სასწავლო ცენტრზე აკრედიტაცია პირველად გასცა.

2015 წელს მიღებული კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად პროფესიული განვითარების პროგრამებსაც ითვალისწინებს.