სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრი უკრაინაში მიმდინარე რეგიონულ შეხვედრაში მონაწილეობს

მენეჯმენტისა და ლიდერობის ტრენინგი საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარებისა და საქმიანი კონტაქტების გაღრმავების მიზნით - იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები უკრაინაში მიმდინარე მესამე რეგიონულ შეხვედრაში მონაწილეობენ. შეხვედრას იუსტიციის სასწავლო ცენტრის სოციალური მიმართულების ტრენერები - ნინო ქობალია და ნინო ჩალაძე ესწრებიან.

ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს, გერმანიის, მოლდოვასა და უკრაინის საჯარო სისტემის წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს მოხელეთა პროფესიული განვითარების სისტემებში, მართვისა და ლიდერობის სწავლების დანიშნულებასა და თავისებურებებზე.

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები გადიან ტრენერთა ტრენინგის ინტენსიურ პროგრამას, რომელსაც უძღვება გერმანიის სამოხელეო აკადემიის დირექტორი, საერთაშორისო ტრენერი ჰანს რიგერი.
მართვისა და ლიდერობის 4-დღიანი ინტენსიური ტრენინგის თემებად შერჩეული იქნა: კომუნიკაცია, ადამიანური რესურსები, ცვლილებების მენეჯმენტი, თვით-მენეჯმენტი და ორგანიზაცია.
რეგიონული შეხვედრა კიევში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „პროფესიული განვითარების ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ორგანიზებითა და მხარდაჭერით ტარდება. GIZ-ის აღნიშნული პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს აღნიშნულ ქვეყნებში მოხელეთა პროფესიული განვითარების სისტემებისა და ინსტიტუციების დაახლოებას.