სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა სამართლებრივ თემებზე უფასო ტრენინგები ჩაატარა


კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები; ადამიანის უფლებები - სიცოცხლის, ღირსებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებები; სამედიცინო სამართალი; საერთაშორისო სამართალი და საქართველო - აღნიშნულ თემებზე გამართულ ოთხივე ტრენინგს 50 პირი დაესწრო. 

ტრენინგის გავლის შესაძლებლობა ჰქონდა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან. სწავლების მიზანია, სამართლებრივ თემებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

სწავლება წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში და მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.