სიახლეები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდა დასრულდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდა დასრულდა. აღნიშნული გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღება იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყო.

საბოლოოდ, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, გამოცდაზე დარეგისტრირდა 22 კანდიდატი. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადდა 20 კანდიდატი, მათ შორის, გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 75 ქულა, გადალახა 9 კანდიდატმა. შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა 9 კანდიდატმა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა შემდეგ   დისციპლინებში:
· საკონსტიტუციო სამართალი;
· ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი;
· სისხლის სამართალი;
· სისხლის სამართლის პროცესი;
· სასჯელაღსრულებითი სამართალი;
· ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.

საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 2019 წლის 04 ივნისიდან 2019 წლის 14 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.