სიახლეები

სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებას.

გამოცდაზე რეგისტრაცია

განაცხადების მიღება წარმოებს 2019  წლის 04 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge

გამოცდის ჩაბარების მსურველმა კანდიდატმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

Ø    უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი;

Ø    ავტობიოგრაფია / CV;

Ø    პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

Ø    გამოცდაზე რეგისტრაციის საფასურის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის ქვითარი (იხ. საბანკო რეკვიზიტები).

 

რეგისტრაციის დასრულებამდე, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამოწმებს აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონით დადგენილ მოთხოვნებთან.   თუ აპლიკანტის მიერ საბუთები წარმოდგენილია არასრული სახით, იგი უფლებამოსილია გამოასწოროს ხარვეზი რეგისტრაციის დასრულებამდე.

 

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოცდის ჩაბარების მსურველ კანდიდატს მოეთხოვება:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

 

გამოცდის ფორმატი

საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება, 2019 წლის 18 ივნისს. დამატებით ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციისას წარმოდგენილ ელექტრონულ მისამართზე.

 

საგამოცდო ტესტი შედგება 100 ტესტური დავალებისგან 4 სავარაუდო პასუხით, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. ტესტი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • საკონსტიტუციო სამართალი;
  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი;
  • სისხლის სამართალი;
  • სისხლის სამართლის პროცესი;
  • სასჯელაღსრულებითი სამართალი;
  • ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.

 

გამოცდის ხანგრძლივობაა - 3 (სამი) საათი.

კანდიდატს, რომელიც მიიღებს 75 ან მეტ ქულას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაეთვლება ჩაბარებულად.

 

საკონტაქტო პირები:

ტესტირების კოორდინაციის სამსახურის უფროსი, ქეთევან ზვიადაძე, 

kzviadadze@tcj.gov.ge, ტელ: (+995 32) 294 22 65

მთავარი იურისტი - თინათინ ცინარიძე,

ttsinaridze@tcj.gov.ge  ტელ: (+995 32) 238 22 59