სიახლეები

საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia) ორგანიზებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრი გაიმართება. ეროვნული შეჯიბრის პარტნიორია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი - სისხლისსამართლისმართლმსაჯულებისრეფორმისმხარდაჭერა, სასამართლორეფორმისსისხლისსამართლებრივიასპექტები“.ევროპის საბჭო აღნიშნულ აქტივობას მხარს უჭერს ორგანიზაციის 70 წლის იუბილის ფარგლებში.

შეჯიბრის ფარგლებში სტუდენტებს მოუწევთ 3 საერთაშორისო სასამართლოს - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს - იმიტაცია.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესის ფინალური რაუნდი განხორციელდება ქალაქგარეთ, რომლის ფარგლებშიც სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის სხდომის იმიტაცია გაიმართება.

შეჯიბრის მიზანი:

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით საერთაშორისო სასამართლოების საქმიანობის  შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას. ასევე, მათი პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

პროექტი წარიმართება ინგლისურ ენაზე.

 

შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. ერთი უნივერსიტეტიდან რეგისტრაცია შეუძლია გაიაროს  ერთზე მეტმა გუნდმა. თუმცა ერთ გუნდში ვერ იქნებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება არ აქვთ გასული წლის ნახევარფინალისა და ფინალისტ გუნდებს.

შეჯიბრში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს სამი წევრისგან.

პროექტის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ორგანიზატორების მიერ.

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა, სრულყოფილად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 15 ივნისისა (23:59 სთ) შემდეგ ელ.ფოსტაზე - mgeletashvili@tcj.gov.ge.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი

მარიამ გელეტაშვილი, (+995) 558 99 58 39  mgeletashvili@tcj.gov.ge

 

#ევროპისსაბჭო #CoEGeorgia

https://www.facebook.com/CoEOfficeinGeorgia/?modal=admin_todo_tour

 

განაცხადის ფორმა