სიახლეები

ინგლისური ენის უფასო კურსი პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის

იუსტიციის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო კურსზე, პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის. 

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, პანკისის ხეობაში მცხოვრები პირებისთვის ინგლისური ენის უფასო 6 თვიანი კურსი ჩატარდება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 21 აპრილამდე, მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/2uBqygK 

პროექტი მაქსიმალურად მორგებულია ადგილობრივების საჭიროებებზე და ითვალისწინებს პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის ინგლისური ენის გაუმჯობესების ხელშეწყობას. სწავლება ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდება და ის ნოემბერში დასრულდება. კურსის ბოლოს პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.