სიახლეები

სალექციო კურსი სტუდენტებისთვის

„გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“ - ღონისძიება იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართება. აღნიშნული იმიტირებული სასამართლო პროცესის ზეპირ რაუნდამდე, პროექტის მონაწილე სტუდენტების 8 გუნდს უკვე ჩაუტარდა პროცესისთვის მოსამზადებელი სალექციო კურსი.  სალექციო კურსის ფარგლებში სტუდენტებმა დამატებით მიიღეს ცოდნა ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის, საერთაშორისო საჯარო სამართლის  და სხვა საკითხების შესახებ.

პროექტი მიზნად ისახავს, თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე, ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, დახვეწას, სტუდენტთა დაახლოებასა და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესის ზეპირი რაუნდი 2019 წლის 15-17 თებერვალს გაიმართება.

პროექტი "გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“ იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD),  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.