სიახლეები

ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ უფასო ტრენინგების ციკლი დასრულდა

 
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ ტრენინგები დაასრულა. აღნიშნულ თემაზე უფასო ტრენინგების ციკლი იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო. ტრენინგები საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, მონაწილეებს კი შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
 
უფასო ტრენინგები საქართველოს მასშტაბით 17 ჯგუფისთვის ჩატარდა და მასზე დასწრების საშუალება 300 მდე პირს მიეცა. ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოსამსახურეებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს.
 
აღნიშნული კამპანიის მიზანი ანტიდისკირმინაციული კანონმდებლობის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების უფლებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება და დისკრიმინაციის მიმართ საზოგადოების სენსიტიურობის ამაღლება იყო. აღნიშნული სწავლება ერთ-ერთი კომპონენტია იმისთვის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ეფექტიანად იყოს გამოყენებული, დისკრიმინაციის შემთხვევები შემცირდეს და მოქალაქეთა მიერ საკუთარი უფლებები სრულყოფილად იყოს რეალიზებული.
 
ტრენინგების ჩატარების ადგილად შეირჩა დიდი ქალაქები და ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონული ცენტრები (მარნეული, რუსთავი, საგარეჯო, გარდაბანი, ბოლნისი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ახალციხე, თელავი, ყვარელწყალი, ლაგოდეხი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ქუთაისი, თბილისი). ტრენინგებს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის ტრენერები ატარებდენ, კურსის მასალები ითარგმნებოდა სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე. ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახელებულ პუნქტებში სწავლებას 2 ტრენერი უძღვებოდა.
იუსტიციის სასწავლო ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.