სიახლეები

ესეების კონკურსი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ

16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, რომელსაც დღესდღეობით მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. კამპანია მიზნად ისახავს 16 დღის განმავლობაშისაზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას. 

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი ეროვნული კამპანიის ფარგლებში ესეების კონკურსს განახორციელებს.

პროექტი 5 ეტაპისგან შედგება:

  I. განაცხადის ფორმის შევსება

  II. ტრენინგების კვირეული

  III. ტესტირება

  IV. გასაუბრება

  V. ესეების წარმოდგენა/კონფერენცია

 

პროექტში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:

ესეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის იურიდიული ფაკულტეტის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე  სტუდენტებს.

 

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების შესახებ, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლება.

 

პროექტის ვადები:

N

აქტივობა

თარიღი

1

მონაწილეთა რეგისტრაცია

26 ნოემბერი, 2018 - 2 დეკემბერი, 2018

2

ტრენინგების კვირეული

17 – 21 დეკემბერი, 2018

3

დრო, ესეს მოსამზადებლად

26 დეკემბერი, 2018 - 31 იანვარი, 2019

4

შერჩეული ხუთეულის გამოვლენა

8 თებერვალი, 2019

 

 

 

 

 

შედეგები, რომელსაც მიიღებენ შეჯიბრის მონაწილეები:

-  კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები

-  კონკურსის გამარჯვებულს გადაეცემა სიმბოლური საჩუქარი

-  კონკურსის მონაწილეებს ცნობიერება აუმაღლდებათ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემასთან დაკავშირებით

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა, რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2018 წლის 2 დეკემბრისა (23:59 სთ) შემდეგ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მარიამ გელეტაშვილი - (+995 558) 99 58 39; mgeletashvili@tcj.gov.ge