სიახლეები

ახალქალაქში ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ ტრენინგი ჩატარდა

 
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ ტრენინგი ახალქალაქში ჩაატარა. აღნიშნულ თემაზე უფასო ტრენინგების ციკლი იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო. ტრენინგები საქართველოს მასშტაბით ჩატარდება, მონაწილეებს კი შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.
 
აღნიშნული კამპანიის მიზანია ანტიდისკირმინაციული კანონმდებლობის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების უფლებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება და დისკრიმინაციის მიმართ საზოგადოების სენსიტიურობის ამაღლება. აღნიშნული სწავლება ერთ-ერთი კომპონენტია იმისთვის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ეფექტიანად იყოს გამოყენებული, დისკრიმინაციის შემთხვევები შემცირდეს და მოქალაქეთა მიერ საკუთარი უფლებები სრულყოფილად იყოს რეალიზებული.
 
უფასო ტრენინგები საქართველოს მასშტაბით 15 ჯგუფისთვის ჩატარდება და მასზე დასწრების საშუალება 300 მდე პირს მიეცემა. ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოსამსახურეებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს.
 
ტრენინგების ჩატარების ადგილად შეირჩა დიდი ქალაქები და ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონული ცენტრები (თბილისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ქუთაისი, წალკა, ახალციხე, ახალქალაქი, თელავი, ახმეტა (ყვარელწყალი), ლაგოდეხი, საგარეჯო, ბოლნისი, გარდაბანი, მარნეული, რუსთავი). ტრენინგებს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის ტრენერები ატარებენ, კურსის მასალები ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე. ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახელებულ პუნქტებში სწავლებას 2 ტრენერი უძღვება. ტრენინგების ციკლი ნოემბრის ბოლომდე გრძელდება და შესაბამის ჯგუფში დარეგისტრირება მსურველთათვის კვლავ შესაძლებელია. დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: http://tcj.gov.ge/ka/news/463/