სიახლეები

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესი

ლეიდენის უნივერსიტეტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ყოველწლიურად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებულ პროცესს (International Criminal Court Moot Court Competition) ახორციელებს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 70-მდე უნივერსიტეტი მონაწილეობს.   

იმიტირებული პროცესი მიზნად ისახავს შეკრიბოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების სტუდენტები, როგორც საერთაშორისო სამართლის მომავალი იურისტები რათა მათ დახვეწონ თავიანთი უნარ-ჩვევები.  

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესის ფინალური რაუნდები დაგეგმილია ქ. ჰააგაში, ჰოლანდიაში, 2019 წლის 3-7 ივნისს.  თითოეული ქვეყნიდან უნივერსიტეტების გუნდების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 1-ლი ნოემბერი. რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს: http://iccmoot.com/documents/ .

იმიტირებული პროცესის განხორციელების წესები ითვალისწინებს ეროვნული რაუნდის გამართვას, თუკი ქვეყნიდან რამდენიმე გუნდი გამოთქვამს საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის სურვილს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოში ჩატარდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული რაუნდები, სადაც იმიტირებულ პროცესში მონაწილე გუნდებიდან გამარჯვებულები გაემგზავრებიან ფინალურ რაუნდზე ქ. ჰააგაში, ჰოლანდიაში.

იმიტირებული პროცესის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა/პრეზენტაცია გაიმართება იუსტიციის სასწავლო ცენტრში (ანა პოლიტკოვსკაიას N1) 2018 წლის 11 ოქტომბერს, 12:00 საათზე.  შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა.

იმიტირებული პროცესის ეროვნული რაუნდების ორგანიზებას ახორციელებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობისა და საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტები, ასევე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი.

დაინტერესების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებულ პროცესის თაობაზე დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ვებ. გვერდზე: http://iccmoot.com/

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

intlawdep@justice.gov.ge