ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ იუსტიციის სასწავლო ცენტრში 4 დღის განმავლობაში უფასო ტრენინგები მიმდინარეობდა.
მთლიანობაში ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობა მიეცა 100-მდე დაინტერესებულ პირს. ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ.
სამართალი და ადამიანის უფლებები, მომხმარებელთა უფლებები, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, შრომითი უფლებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური მოწყობა − ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებაც ტრენინგზე დარეგისტრირებულმა პირებმა ინფორმაცია მიიღეს.
ტრენინგი სულ 5 ჯგუფისთვის ჩატარდა და მათ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები უძღვებოდნენ.
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით იუსტიციის სასწავლო ცენტრი მომავალშიც გეგმავს დაინტერესებული მოქალაქეებისთვის სხვადასხვა აქტუალურ თემაზე უფასო ტრენინგების შეთავაზებას.