სიახლეები

ტრენინგი- „ემოციური ინტელექტის განვითარება“

„ემოციური ინტელექტის განვითარება“- იუსტიციის სასწავლო ცენტრის აღნიშნული კურსით სხვადასხვა გამოცდილებისა და პროფესიის ადამიანები დაინტერესდნენ. იუსტიციის სასწავლო ცენტრმა დაინტერესებულ პირებს კურსის გავლა მაისში შესთავაზა. ტრენინგი ჩატარდა 4-6 ივნისს და მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაცათ.
 
ტრენინგის მიზანი იყო ემოციური ინტელექტის თეორიების, ემოციის მექანიზმისა და მისი მართვის ტექნიკების გაცნობა.
 
ტრენინგს უძღვებოდნენ სასწავლო ცენტრის ფსიქოლოგი-ტრენერები მაია ხოსიტაშვილი და ნინო ელბაქიძე. ტრენინგი ეფუძნებოდა ბოლო ათწლეულის კვლევებზე დაფუძნებულ სამეცნიერო მიგნებებსა და თანამედროვე თეორიებს.
 
თუკი გაქვთ სურვილი, მომავალში მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ სწავლებაში, ეწვიეთ ბმულს: http://tcj.gov.ge/ka/news/446/