სიახლეები

ტრენინგი „ბავშვთა უფლებები“

1 ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, იუსტიციის სასწავლო ცენტრი გთავაზობთ შესაძლებლობას უფასოდ მიიღოთ მონაწილეობა ტრენინგზე „ბავშვთა უფლებები“.

მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც რეგისტრაციას გაივლის შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2xfb5az 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 27 მაისი. ტრენინგზე დასწრების საშუალება ექნება პირველ 75 რეგისტრირებულ პირს, რომლებიც შესაბამის შეტყობინებას მიიღებენ რეგისტრაციის დასრულებიდან ერთი დღის ვადაში, სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე,

ტრენინგი ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. სწავლება წარიმართება ინტერაქციულ რეჟიმში. პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებით მონაწილეები გაეცნობიან ბავშვთა ძირითადი უფლებების მარეგულირებელ საერთაშორისო და ეროვნულ სამართლებრივ ჩარჩოს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს, ასევე სამოქალაქო, სამართლებრივ და შრომით ურთიერთობებში ბავშვის დაცვის საშუალებებს.

ტრენინგს გაუძღვებიან იუსტიციის სასწავლო ცენტრის სამართლის კლინიკის მონაწილე ტრენერები, თსუ-ს იურიდული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.