სიახლეები

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის საზაფხულო სკოლა- ტესტირების ჩატარების განრიგი

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტის - საზაფხულოსკოლ -  მონაწილეთა შესარჩევი გამოცდა ჩატარდება  მიმდინარე წლის 19 მაისს საქართველოს 5 ქალაქში. შერჩევა განხორციელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფიდან, მათემატიკის გამოცდის საფუძველზე.   

გამოცდაზე გამოცხადებულ მოსწავლეს, მონაწილეობის მისაღებად თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა.წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსწავლე არ დაიშვება ტესტირებაზე.

პროექტში რეგისტირებული მოსწავლის გამოუცხადებლობა (კონკრეტული საკლასო ჯგუფის შესაბამისად) ართმევს მას უფლებას მოითხოვოს  დამატებითი გამოცდის ჩატარება, მიუხედავად გამოუცხადებლობის მიზეზისა (საპატიოა იგი თუ არასაპატიო).

ამოცანების ამოხსნის მიზნით გამოცდის მონაწილეს ეძლევა 3 (სამი) ასტრონომიული საათი.

საგამოცდო ნაშრომების შეფასება განხორციელდება პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა. საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება (მოსწავლისთვის მინიჭებული სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით) საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე (www.tcj.gov.ge).

გამოცდის შედეგების ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მოსწავლეს უფლება აქვს სასწავლო ცენტრში წარადგინოს განცხადება (მატერიალური ან/და ელექტრონული სახით მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge)

საკუთარი ნაშრომის გაცნობის მოთხოვნით და სურვილის შემთხვევაში, ამავე ვადაში დაწეროს საპრეტენზიო განცხადება.

მოსწავლე გამოცდაზე შესრულებულ საკუთარ ნაშრომს შესაძლებელია გაეცნოს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ან/და ელექტრონულად (სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე).

პროექტის მეორე ეტაპი, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფიდან, გამოცდა მათემატიკაში ჩატარდება 19 მაისს შემდეგი განრიგით:

       

თბილისი

იუსტიციის სასწავლო ცენტრი
 მისამართი: თბილისი ა. პოლიტკოვსკაიას 1

N

რეგისტრაცია

გამოცდა

მე-9 კლასი

9:00

9:30

მე-10 კლასი

12:00

12:30

მე-11 კლასი

15:30

16:00

 

თელავი

იაკობ გოგებაშვილი სახ. უნივერსიტეტი
მისამართი: თელავი, უნივერსიტეტის ქუჩა 1

N

რეგისტრაცია

გამოცდა

მე-9 კლასი

10:30

11:00

მე-10 კლასი

მე-11 კლასი

14:00

14:30

 

ქუთაისი

ქუთაისის უნივერსიტეტი
მისამართი: ქუთაისი, წერეთლის ქუჩა 13

N

რეგისტრაცია

გამოცდა

მე-9 კლასი

9:00

9:30

მე-10 კლასი

12:00

12:30

მე-11 კლასი

15:30

16:00

 

ზუგდიდი

წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზია
მისამართი: ზუგდიდი, თაბუკაშვილის ქ. N76

N

რეგისტრაცია

გამოცდა

მე-9 კლასი

10:30

11:00

მე-10 კლასი

მე-11 კლასი

14:00

14:30

 

ბათუმი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
მისამართი: ბათუმი, რუსთაველის 53

N

რეგისტრაცია

გამოცდა

მე-9 კლასი

10:30

11:00

მე-10 კლასი

მე-11 კლასი

14:00

14:30