სიახლეები

ემოციური ინტელექტის განვითარება

 

პროგრამის აღწერა: ტრენინგი ეფუძნება ბოლო ათწლეულის კვლევებზე დაფუძნებულ სამეცნიერო მიგნებებსა და თანამედროვე თეორიებს ემოციური ინტელექტის შესახებ. ემოციური ინტელექტის კონცეფციის ფარგლებში, განიხილება ემოციის ფსიქოლოგიის მნიშვნელოვანი ასპექტები და ემოციებთან დაკავშირებული ის კომპეტენციები, ასევე პიროვნული მახასიათებლები, რომლებიც განაპირობებენ წარმატებას.

პროგრამის მიზანი: ემოციური ინტელექტის თეორიების გაცნობა, ემოციის მექანიზმისა და მისი მართვის ტექნიკების გაცნობა. ასევე, საკუთარი და სხვა ადამიანის ემოციების წვდომის უნარის შეფასება, რომელიც მონაწილეებს დაეხმარებათ თვითანალიზში, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასა და პიროვნული კომპეტენციების განვითარების სამომავლო პერსპექტივების დასახვაში, რაც მნიშვნელოვანია კარიერული და პიროვნული ზრდისათვის.

თემები:

-      ემოციური ინტელექტის თეორიები;

-      ემოციური ინტელექტის პიროვნული ნიშნის მოდელი;

-      ემოციური ინტელექტი და პიროვნული განვითარება;

-      ემოციური ინტელექტი, როგორც წარმატების ფაქტორი;

-      ემოციის ბუნება და მექანიზმი;

-      ძირითადი ემოციები და მათი ამოცნობა;

-      ემოცია  როგორც თვითშემეცნების, მოტივაციისა და კომუნიკაციის ინსტრუმენტი;

-      ემოციების მართვის მექანიზმი, მიმდინარე სიტუაციაში ემოციის  რესურსად გამოყენება;

-      ემოციის წარმოშობის მიზეზები (ფიქრის, ემოციის და ქმედების ჯაჭვი);

-      სხეულისა და ემოციის „ურთიერთობა“;

-      საკუთარი ემოციის მართვა და სხვის ემოციებზე გავლენის მოხდენა;

-      რწმენა-წარმოდგენების გავლენა ემოციებზე;

-      „აქ და ამჟამად“  სიტუაციაში, სტრესის გარეშე ყოფნის გამომუშავება;

-      სტრესის მართვის ძირითადი ტექნიკები (სავარჯიშოები ნეიროლინგვისტური პროგრამირების, ფსიქოანალიტიკური, სხეულზე ორიენტირებული თერაპიის და კოგნიტურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპიის სფეროდან).

 

ტრენინგის ფორმატი: შეხვედრა იქნება ინტერაქტიული ტიპის, სადაც მონაწილეები მაქსიმალურად იქნებიან ჩართული მიმდინარე პროცესებში და ექნებათ ახალი კონტაქტების შეძენისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.

ტრენინგის განრიგი: ტრენინგი ჩატარდება 4, 5, 6 ივნისს, 19:00 – 22:00 საათებში.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 9 საათი (3 შეხვედრა). თითოეული შეხვედრის  ხანგრძლიობა მოიცავს 3 საათს.

პროექტში მონაწილეობა: პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

მონაწილეობის საფასური: კურსის ღირებულება შეადგენს 290 ლარს. საფასური მოიცავს ყავის შესვენებასა და სასწავლო მასალებს.

სწავლების ადგილი:  სწავლება ჩატარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრის თბილისის ოფისში, მისამართი:  ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N1.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 31 მაისი. სარეგისტრაციო ფორმა – იხ. ბმული.

ტრენინგზე დასწრების პირობები: ჯგუფში მოხვდება მხოლოდ პირველად დარეგისტრირებული 15 მონაწილე. პირველადდარეგისტრირებული მონაწილეები  სასწავლო ცენტრისაგან ელ. ფოსტით მიიღებენ დასტურს და საბანკო რეკვიზიტებს, 1 ივნისის ჩათვლით გადაიხდიან საფასურს და გაივლიან ტრენინგს.

კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.

ტრენერები: სასწავლო კურსს გაუძღვებიან სოციალური მიმართულების ტრენინგების სამსახურის  ფსიქოლოგ-ტრენერები: მაია ხოსიტაშვილი და  ნინო ელბაქიძე. პროფილების სანახავად გადადით ბმულზე.

 

დაგვიკავშირდით:

საკონტაქტო პირი: გვანცა შონია.

ტელ: (+995 32) 2 94 22 52.

მობ: (+995 598)  16 70 90

E-mail: gshonia@tcj.gov.ge