სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრი ახორციელებს პროექტს "გიორგი მარგიანი სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“

 საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკაშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს "გიორგი მარგიანი სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“. 
პროექტი ხორციელდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს, თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე, ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას/დახვეწას, სტუდენტთა დაახლოებასა და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

იმიტირებული სასამართლო პროცესის ზეპირ რაუნდამდე, მონაწილე 8 გუნდს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, 22 იანვრიდან ერთი კვირის განმავლობაში, საინფორმაციო ლექციები უტარდებათ. გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესის ზეპირი რაუნდი 2018 წლის 17-19 თებერვალს გაიმართება.